მექსიკაში ღამის კლუბზე თავდასხმა განხორციელდა

დაიღუპა 8, დაიჭრა 10 კაცი

652323
მექსიკაში ღამის კლუბზე თავდასხმა განხორციელდა

მექსიკიდან მიღებული ცნობით, ქალაქ პლაია დელ კარმენში მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში, ერთ ღამის კლუბს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 8 კაცი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა.

ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველანაირი საზეიმო ღონისძიება გააუქმეს.

ხსენებული ფესტივალი, რომელიც მექსიკაში ყოველწლიურად 6-15 იანვარს შორის ტარდება, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ საზეიმო ღონისძიებად ითვლება.

წლევანდელი ფესტივალის ეგიდით სცენაზე გამოვიდა 365 ხელოვანი, ხოლო მონაწილეთა საერთო რაოდენობამ კი 80 ათას კაცს გადააჭარბა.

თავდამსხმელის დასაკავებლად ადგილობრივმა პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები