აშშ რუსეთის საზღვრებს უახლოვდება

პოლონეთი ამერიკელი სამხედროებით გაივსო

650894
აშშ რუსეთის საზღვრებს უახლოვდება

აშშ ნატოს ოპერაციის ფარგლებში აგრძელებს ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას პოლონეთში რა, უკვე მრავალი ასეული ავტომანქანისაგან შემდგარმა ამერიკულმა კოლონამ გერმანია-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა და ქალაქ ზაგანში შევიდა.

ამერიკული ძალები პოლონეთის სამ ქალაქში 18 იანვრამდე შევლენ და ისინი აქ 9 თვის განმავლობაში დარჩებიან. ამის პარალელურად ზოგიერთი სამხედრო ნაწილები ბალტიის ზღვისპირეთში, ბულგარეთში და რუმინეთშიც განლაგდებიან.

სულ კი ამ ოპერაციის ფარგლებში ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში 3 ჯავშნიანი ბრიგადის 3500 ჯარისკაცი მიავლინა.

ამასთან დაკავშირებით კრემლის პრეს წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატოს ეს მოქმედება  საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და მის ინტერესებს, მით უმეტეს, რომ რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდა არა ევროპული ქვეყანა, რაც აიძულებს მოსკოვს ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას და საზღვრების გაძლიერებას   



მსგავსი ინფორმაციები