ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს

19 დეკემბერს საშობაო ბაზარში სატვირთო ავტომობილით განხორციელებულ თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

645070
ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი  კიდევ ერთი პირი დააკავეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გასული წლის 19 დეკემბერს საშობაო ბაზარში სატვირთო ავტომობილით განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გერმანიის პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტთა დაკავშირებით ეჭვმიტანილი, 26 წლის ტუნისელი მოქალაქე დააკავეს. პოლიცია მის სახელს და გვარს არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ იმ საღამოს   მან თავდასხმის განმხორციელებელ ასევე ტუნისელ, ანის ამრთან ერთად ივახშმა.

პოლიცია ახლა ტერაქტში მისი როლის გარკვევაზე მუშაობს. თავდამსხმელი ანის ამრი კი იმ ფაქტიდან ორი დღის შემდეგ, ბრიუსელში, ერთ-ერთ მატარებლის სადგურში ორი საათით გაჩერდა, საიდანაც შემდეგ ამსტერდამში გადავიდა, ხოლო ამის  შემდეგ თუ საით წავიდა უცნობია.

გასული წლის 19 დეკემბერს საშობაო ბაზარში სატვირთო ავტომობილით განხორციელებულ თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაშავდა. თავდასხმა საკუთარ თავზე აიღო ტერ ორგანიზაცია DEAŞ-მა.



მსგავსი ინფორმაციები