პალესტინელის მკვლელი ებრაელი ჯარისკაცი დამნაშავედ სცნეს

სასჯელს უახლოეს დღეებში გამოუტანენ

644339
პალესტინელის მკვლელი ებრაელი ჯარისკაცი დამნაშავედ სცნეს

ისრაელის სასამართლომ დამნაშავედ სცნო 20 წლის ებრაელი ჯარისკაცი ელორ აზარია, რომელმაც ერთ დაჭრილ პალესტინელს ტყვია თავში ესროლა და მოკლა.

2016 წლის 24 მარტს ებრაელ ჯარისკაცზე სავარაუდოდ დანით თავდამსხმელი 2 პალესტინელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი ერთ ერთი დაჭრილი, აბდულფეტტაჰ ელ შერიფი სწორედ ებრაელმა ჯარისკაცმა, ელორ აზარიამ დაახლოებით 2 მეტრის მანძილიდან საკონტროლო სროლით მოკლა.

სროლის ეპიზოდი ვიდეო კამერებში დაფიქსირდა რა, საქმე სასამართლოს გადაეცა.

ტელ ავივის ქირიას სამხედრო სასამართლომ აზარია დამნაშავედ სცნო და მის მიმართ სასჯელს უახლოეს დღეებში გამოიტანენ.

დამნაშავე ებრაელი ჯარისკაცის მხარდამჭერმა რადიკალისტმა მემარჯვენეებმა კი საპროტესტო აქცია გამართეს    



მსგავსი ინფორმაციები