აშშ მხარს უჭერს სირიაში ანკარის მხრიდან წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს

პენტაგონი სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს თურქებს ელ ბაბის განთავისუფლებაში

643698
აშშ მხარს უჭერს სირიაში ანკარის მხრიდან წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს

პენტაგონის პრეს სპიკერმა პეტერ გოოქმა ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე უპასუხა რა  თურქეთის მხრიდან სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ელ ბაბში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს, თქვა, რომ კარგად ხედავენ ხსენებულ რეგიონში თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან წარმატებით წარმოებულ სამხედრო ღონისძიებებსაც და იქ გაღებულ მნიშვნელოვან მსხვერპლსაც, ამიტომაც მხარს უჭერენ ანკარის მხრიდან DEAŞ-ის მიმართ განხორციელებულ ყველანაირ ოპერაციებს.

მისივე თქმით სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით კოალიციამ წინა კვირას დაბომბა ელ ბაბში არსებული დაეშის პოზიციები და ამით სოლიდარობა აღმოუჩინა და დაეხმარა თურქულ ფორმირებებს.

“ქალაქ ელ ბაბის განთავისუფლებასთან დაკავშირებით და თურქული ძალებისადმი დახმარების გაგრძელების მიზნით ამერიკელი და თურქი სამხედროები გააგრძელებენ კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს რა, ურთიერთ კოორდინაციაც უმაღლეს დონეზე ექნებათ. ხოლო რაც შეეხება სირიაში რუსეთ-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობას, ამის შესახებ ჩვენ რაიმე ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, განაცხადა გოოქმა.

მანვე მკაცრად დაგმო ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა და 39 მოქალაქის დაღუპვის გამო თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა  



მსგავსი ინფორმაციები