ისრაელის პრემიერი დაკითხეს

მას კორუფციაში ედება ბრალი

642918
ისრაელის პრემიერი დაკითხეს

ისრაელიდან გავრცელებული ინფორმაციებით, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მდებარე თავის საკუთარ სახლში პოლიციამ კორუფციის ბრალდების საფუძველზე დაკითხა.

მას ბრალად ედება საქმოსან-ბიზნესმენებისაგან ძვირად ღირებული საჩუქრების აღება.

დაკითხვის დროს, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, პრესის წარმომადგენლები არ მიუშვეს ნეთანიაჰუს სახლთან ახლოს.

ბოლო თვეებში ისრაელში აგორებული კორუფციული სკანდალების კვალდაკვალ ქვეყნის ოპოზიციამ ნეთანიაჰუს მიმართ ძიების დაწყება მოითხოვა.

გარდა კორუფციისა, ისრაელის პრემიერს ბრალი ედება ასევე საზოგადოებრივი ხარჯების გაფლანგვაშიც, თუმცა ამ ბრალდებებს იგი უარყოფს და ნაადრევს უწოდებს ოპონენტების მხრიდან მასზე გამარჯვებების აღნიშვნას



მსგავსი ინფორმაციები