საფრანგეთი რასისტული რეკლამა

დამქირავებელი უნდა იყოს ფრანგი, მაგრამ არა შავკანიანი“ სახელმწიფოში დიდი რეაგირება გამოიწვია

639730
საფრანგეთი რასისტული რეკლამა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ერთ-ერთ გასაქირავებელ სახლზე დაკიდულმა რეკლამამ:-„დამქირავებელი უნდა იყოს ფრანგი, მაგრამ არა შავკანიანი“ სახელმწიფოში დიდი რეაგირება გამოიწვია.

პარიზის სამხრეთ დასავლეთის, ლევალლოის პერრეტის რეგიონში, უძრავი ქონების გაქირავების მსურველის რეკლამაში, რომელიც მასთან მისულმა კლიენტმა გაავრცელა სოციალური მასმედიის საშუალებით, ეწერა შემდეგი სიტყვები:-განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დამქირავებლის შერჩევას, იგი უნდა იყოს ფრანგი, მაგრამ არა შავკანიანი“. რეკლამამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მასმედიაში და დაიწერა შემდეგი კომენტარები: სამწუხაროა რომ ამ სახლს ვერ დაიქირავებს ბარაკ ობამა, ეს არის აშკარა რასიზმი, შეუძლებელია ამის გაზიარება და სხვ. საკითხთან დაკავშირებით სოციალური მასმედიის საშუალებით განცხადება გაავრცელა კომპანიამ. მოიბოდიშა გავრცელებული რეკლამის გამო და აღნიშნა, რომ საკითხთან უშუალოდ დაკავშირებული პასუხისმგებელი პირი განთავისუფლდა სამსახურიდან.

საფრანგეთში მსგავს, რასისტულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი 2014 წელს, პარიზის ჩრდილო დასავლეთის ნანთერეს გარეუბანში, რომლის დროსაც უძრავი ქონების კომპანიას მიესაჯა 37 ათასი ევროს ფულადი ჯარიმა.



მსგავსი ინფორმაციები