თავდასხმა დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ

რუსეთის ანკარის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანდრეი კარლოვის ანკარაში ერთ თვითმკვლელურ თავდასხმაში სიკვდილმა დიდი რეაგირება გამოიწვია

634032
თავდასხმა დაგმო  საერთაშორისო თანამეგობრობამ

რუსეთის ანკარის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანდრეი კარლოვის ანკარაში ერთ თვითმკვლელურ თავდასხმაში სიკვდილმა დიდი რეაგირება გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობაში.

მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან გავრცელდა დამგმობი მესიჯები.

პირველი დამგმობი განცხადება გავრცელდა აშშ-იდან, შემდეგ გაეროდან, ნატოდან და ევროკავშირიდან. აშშ-ის ახალმა 45-ე პრეზიდენტმა ტრამპმა სამძიმარი გამოუცხადა კარლოვის ოჯახს და ნათესავებს.  

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, რომ თავდასხმას არ მოეპოვება არავითარი ლეგიტიმურობა და საპატიო მიზეზი.

რუს ხალხს მიუსამძიმრა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ოფიციალური სოციალური მასმედიის საშუალებით და აღნიშნა, რომ ამ სამარცხვინო საქმეს არ შეიძლება გააჩნდეს გამართლება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის ფედერიკა მოგჰერენის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისადმი გაგზავნილ მესიჯში მწუხარება გამოითქვა ინციდენტთან დაკავშირებით და გაზიარებულ იქნა რუსი უფლებამოსილების მწუხარება.

თავდასხმა დაგმო ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა. დამგმობი და რუსეთთან თანადგომის შინაარსის მესიჯები გავრცელდა საფრანგეთიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, კანადის მსგავსი ქვეყნებიდან.

  აღინიშნა, რომ არავითარი გამართლება არ მოეპოვება ინციდენტს. მსგავს მოვლენების მიმართ, მტკიცე გადაწყვეტილების სახით რეაქცია უნდა გამოხატონ დემოკრატიულმა თანამეგობრობის ქვეყნებმა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ელჩი , #სიკვდილი , #რეაგირება

მსგავსი ინფორმაციები