პუტინი იაპონიაშია

განიხილავენ კურილის კუნძულების საკითხსაც

631286
პუტინი იაპონიაშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა იაპონიაში, სადაც მას პირველი ოფიციალური შეხვედრა იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ გეოთერმულ კურორტ ნაგატოში მოუწყო.

ეს არის რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ პირველი ვიზიტი დიდი ოციანის წევრ სახელმწიფოში.

ამ ორ დღიანი ვიზიტის დროს ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებთან და სხვა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად მოლაპარაკებების მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საკამათო კურილის კუნძულების პრობლემის მოგვარებაც იქნება.

ამ კუნძულების კუთვნილობაში წარმოქმნილი დავის გამო რუსეთს და იაპონიას დღემდე ხელი არ მოუწერიათ მეორე მსოფლიო ომის დამასრულებელი შეთანხმებისათვის   



მსგავსი ინფორმაციები