სკანდალური იურიდიული გადაწყვეტილება საფრანგეთში

საფრანგეთში, რომელიც დემოკრატიით ამაყობს, მიღებულმა სკანდალურმა იურიდიულმა გადაწყვეტილებამ მსოფლიო შეაშფოთა

626508
სკანდალური იურიდიული გადაწყვეტილება საფრანგეთში

თურქეთში 15 ივლისს ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც აღკვეთილი იქნა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იქნა გამოცხადებული, რომელის შემდეგაც დასავლეთი თურქეთს ხშირ-ხშირად „კანონის უზენაესობა“-ს ახსენებს.

ამ დროს დასავლეთის ქვეყნებიდან საფრანგეთში, რომელიც დემოკრატიით ამაყობს, მიღებულმა სკანდალურმა იურიდიულმა გადაწყვეტილებამ მსოფლიო შეაშფოთა.

საფრანგეთი გასულ წელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობით იმართება და აღმოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო მთავრობას დაუქვემდებარეს ანუ სასამართლო კანონმდებლების ბრძანებაში გადავიდა.  

ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენების შემდეგ თანამდებობიდან გადამდგარმა პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა სანამ გადადგებოდა 5 დეკემბერს უფლების გამოყენებით უზენაესი სასამართლო იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მთავრობას დაუქვემდებარა. 

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ ბერტრად ლუველმა და მთავარმა პროკურორმა ჟან კლოდ მარინმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ და მათ პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ბერნარ კაზნიოვთან შეხვედრა მოითხოვეს.

მათ ასევე იუსტიციის მინისტრთანაც ითხოვეს შეხვედრა და წერილიც გაუგზავნეს, რომელშიც წერია: „აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური უწყების მეშვებით გავიგეთ და სწორედ მის შესახებ თქვენთან შეხვედრა გვსურს.“

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს შორის დაძაბულობა დიდი ხანია გრძელდება.

გაზეთ Le Monde-ს ორი ჟურნალისტის მიერ ოლანდისთან ჩაწერილი ინტერვიუსგან შემდგარმა წიგნმა, რომლის სახელწოდებაცაა „პრეზიდენტმა ესე არ უნდა თქვას“ უზენაეს სასამართლოსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაფუჭება გამოიწვია.

ოლანდი აღნიშნულ წიგნში ფრანგ მოსამართლეებს „მშიშრებად“ მოიხსენიებს, რასაც ქვეყნის მოსამართლეების მწვავე რეაქცია მოჰყვა. 



მსგავსი ინფორმაციები