ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტები კვლავ იღუპებიან

გუშინ კიდევ 16 არალეგალის ცხედარი აღმოაჩინეს

624645
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტები კვლავ იღუპებიან

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა ტრაგიკული დაღუპვები ისევ გრძელდება.

იტალიის სანაპიროს დაცვის სამსახურმა ბოლო 48 საათის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კიდევ 16 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა, ხოლო 1300 ადამიანი ცოცხლად გადაარჩინა.  

ისინი პირველ რიგში ლიბიიდან და სხვა აფრიკული ქვეყნებიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ევროპულ ქვეყნებში შესვლას ცდილობენ. სანაპიროს დაცვის სამაშველო ჯგუფები კი მათ გადარჩენას ცდილობენ.

ამ პროცესში როგორც იტალიის სანაპიროს დაცვის სამსახურები, ასევე „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ორგანიზაციის წევრებიც არიან ჩართული. ბოლო საათებში აღმოჩენილ ცხედრების ნაწილს  ჰიპოთერმია აღენიშნებოდათ. ამის მიზეზად კი როგორც ჰაერის, ასევე წყლის ტემპერატურის დაცემა სახელდება.

ამ პერიოდში ზღვაში ჩავარდნილმა ადამიანმა ცურვაც რომ იცოდეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსზე ქვემოთ ეცემა, რაც საბოლოო ჯამში სიკვდილს იწვევს.

გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში არალეგალური გზით გადამსვლელთაგან 4700 ადამიანი დაიღუპა ან კიდევ დაკარგულად ითვლება.



მსგავსი ინფორმაციები