მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატად ფრანსუა ფიიონი დასახელდა

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარდება

619021
მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატად ფრანსუა ფიიონი დასახელდა

საფრანგეთში, მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატად ფრანსუა ფიიონი დასახელდა. ქვეყანაში გუშინ გამართული პრაიმერის შედეგების უმრავლესობა დათვლილია,  რომლის მიხედვითაც 68,4 პროცენტი სწორედ ფრანსუა ფიიონმა მიიღო.

  ამ შედეგების მიხედვით ფიიონი ქვეყანაში მომავალ წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენეების კანდიდატი იქნება. გუშინდელ პრაიმერში ფიიონის კონკურენტმა ალენ ჟუპემ კი ხმების მხოლოდ 31,5 პროცენტი მოაგროვა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კი გასულ კვირას გამართულ პირველ პრაიმერში დამარცხდა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.



მსგავსი ინფორმაციები