ლუთფანსა ახალი გაფიცვა

ეს გახლავთ, უკანასკნელ ორ წელიწადში, ლუთფანსელი პილოტების მე-14-ე გაფიცვა

616026
ლუთფანსა ახალი გაფიცვა

გერმანულ ავიოკომპანია ლუთფანსას თანამშრომელმა პილოტებმა ახალი გაფიცვა წამოიწყეს.

ფრენების შეჩერება ათასობით მგზავრზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას.

 გადაიდო ასობით მოკლე და ხანგრძლივი ფრენა.

ეს გახლავთ, უკანასკნელ ორ წელიწადში, ლუთფანსელი პილოტების მე-14-ე გაფიცვა.

მიზეზია პილოტებს და პილოტთა პროფკავშირს, კოკპიტს შორის კოლექტიური სამუშაო მოლაპარაკებების ჩიხში მოქცევა.

ლუთფანსელი პილოტები მოითხოვენ ხელფასების გაზრდას, საპენსიო შეღავათების და ნაადრევ პენსიაზე გასვლის შესახებ მოთხოვნების უზრუნველყოფას.

კომპანიის მომგებიანობის მიუხედავად, პილოტები ხუთ წელზე მეტია ვერ აღწევენ ხელფასის მომატებას.

მასობრივ მოლაპარაკებში პროფკავშირის უფლებამოსილები, 5.400 პილოტისთვის ითხოვენ, ხელფასის საშუალოდ 20 %-იან მატებას.

ლუთფანსას მმართველობას კი არ სურს ხელფასების გაზრდა.



მსგავსი ინფორმაციები