ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ

612063
ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ.

სტუდენტებმა საპროტესტო აქცია დედაქალაქ ვაშინგტონში გამართეს.

დონალდ ტრამპის კუთვნილი 7 ვარსკვლავიანი სასტუმროდან უზენაესი სასამართლოს შენობამდე მოწყობილი მსვლელობის დროს სტუდენტებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ტრამპი მისი რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებების გამო პრეზიდენტი არ უნდა იყოს.

ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე ჩატარებულ დემონსტრაციებზე ძალადობის ფაქტებსაც აქვს ადგილი. ვაშინგტონში პოლიცია უსაფრთხოების მკაცრ ზომებს ატარებს. უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების მიერ აურზაურის მოწყობისთანავე მკაცრ რეაგირებას ახდენს.

დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ დემონსტრანტების პროვოცირებას მედია ახდენს.

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი დელეგატების რაოდენობით გამარჯვებული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო სავარძელში 2017 წლის 20 იანვარს ჩაჯდება.  



მსგავსი ინფორმაციები