ტიმმერმანს ანკარის სჯერა

“ფეტულაჰ გულენი პუტჩის ორგანიზატორია“

612113
ტიმმერმანს ანკარის სჯერა

როგორც განაცხადა ევროკავშირის კომისიის თავჯდომარის მოადგილემ ფრანს ტიმმერმანსმა, მრავლად აქვთ მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს მართლაც მიღებული აქვს მონაწილეობა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელთ აქვთ ფაქტები, რომლებიც ფეტულაჰ გულენს პუტჩის ორგანიზატორად აჩვენებენ.

“თურქები ცამდე მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ დასავლეთმა მათ თანაგრძნობა არ აღმოუჩინა პუტჩის დროს. ჩვენ მართლაც შეგვეძლო უფრო მეტი მხარდაჭერა და სოლიდარობა აღმოგვეჩინა თურქებისათვის“, განაცხადა ტიმმერმანსმა და დაამატა: “უკვე აღარავის აღარ ეეჭვება ერდოღანის გამონათქვამში, რომ ტერ ორგანიზაცია FETÖ/PDY პირდაპირ მონაწილეობდა პუტჩში. ამას ადასტურებენ აშშ-ს მიერ ჩატარებული კვლევებიც და ანკარის მიერ მოწოდებული მყარი მტკიცებულებებიც“.

ამით ტიმმერმანსი გახდა პირველი ევროკავშირელი მაღალჩინოსანი, რომელმაც აღიარა FETÖ/ PDY-ს როლი და მონაწილეობა 15 ივლისის პუტჩში   



მსგავსი ინფორმაციები