ბრიუსელი ევროკავშირის მინისტერიალს მასპინძლობდა

განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის გაზრდის საკითხები

611336
ბრიუსელი ევროკავშირის მინისტერიალს მასპინძლობდა

ევროპის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გამომუშავების მიზნით გუშინ ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრები და შეთანხმებას მიაღწიეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაზრდა-გაფართოების საკითხში. თუმცა ახალი სტრატეგიის წინააღმდეგ გამოვიდა ინგლისი.

ერთობლივად გამოქვეყნებულ საბოლოო დეკლარაციაში მართალია ევროკავშირისათვის ერთი დიდი სამხედრო შტაბის შექმნაზე რაიმე არ არის ნათქვამი, სამაგიეროდ, საგარეო პოლიტიკაში სამხედრო და სამოქალაქო ღონისძიებებს შორის კოორდინაციის დამყარების მიზნით მუდმივი სისტემის შექმნა იქნა მოთხოვნილი.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მინისტრებმა თურქეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრეს და ავსტრიის გარდა ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თურქეთთან სრული გაწევრიანების საკითხში განხილვების გაგრძელებას, თუმცა ამ საკითხზე რაიმე დადგენილება არ გამოუტანიათ, რადგან,  ბრიუსელის გუშინდელი შეკრება არაოფიციალურს წარმოადგენდა და ამიტომ კონკრეტულ დადგენილებას თურქეთთან ურთიერთობის საკითხზე მომავალ თვისათვის დაგეგმილ საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე მიიღებენ



მსგავსი ინფორმაციები