გერმანია აგრძელებს ქურთი ტერორისტების მფარველობას

ამჟამად ბერლინს სირიელი ქურთების ლიდერი სტუმრობს

608842
გერმანია აგრძელებს ქურთი ტერორისტების მფარველობას

გერმანიამ, რომელსაც თურქეთი 4500 ქურთი ტერორისტის მფარველობაში სდებს ბრალს და გმობს მათი დაუბრუნებლობის გამო, ამჯერად კიდევ ერთ ქურთ ტერორისტს მასპინძლობს.

ბერლინს სტუმრობს სირიელი ქურთების შეიარაღებული ფორმირების PYD-ს ლიდერი სალიჰ მუსლიმი და მისი თანმხლები დელეგაცია, რომელთაც ბუნდესტაგში შეხვედრა მოუწყვეს მემარცხენე პარტიების პარლამენტარებმა.

ეს სკანდალი მით უფრო აღმაშფოთებელია, რომ ეს შეხვედრა მაშინ შესდგა, როცა თურქეთის ქალაქ ადანის მახლობელ ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე მყოფ გერმანელ სამხედროებს აქ ყოფნის მანდატი კიდევ ერთხელ გაუგრძელდათ და ამ მანდატით ისინი ინჯირლიკში 2017 წლის 31 დეკემბრამდე დარჩებიან.

გასულ კვირას ერდოღანმა გერმანია დაადანაშაულა რა ქურთი სეპარატისტებისა და ფეტოელების მფარველობაში, ხაზი გაუსვა, რომ ეს მფარველობა მათ ძვირად დაუჯდებათ და ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, რადგან, ერთ დღეს ეს ტერორისტები გერმანისაც დაარტყამენ  



მსგავსი ინფორმაციები