ტრამპი უკვე იცვლება!?

მან ანტი მუსლიმური ტექსტი წააშლევინა

608190
ტრამპი უკვე იცვლება!?

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ახლა დღის წესრიგში დადგა კითხვა, თუ რამდენად შეასრულებს იგი წინა საარჩევნო დაპირებებს.

ისლამოფობიური განცხადებებით განთქმულმა ტრამპმა არჩევნებში გამარჯვების კვალდაკვალ შესრულებული თავის პირველსავე მოქმედებით დაამტკიცა, რომ იგი თეთრ სახლში გადასვლისას “საქმე ძირეულად შეიცვლება“.

ამის დასტური გახდა ის, რომ გასული წლის 7 დეკემბერს თავის  https://www.donaldjtrump.com" ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მესიჯი შინაარსით, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მუსლიმანებს აუკრძალავდა ამერიკაში ჩასვლას, წააშლევინა და იგი ვებ გვერდზე აღარ მოიპოვება.

ინგლისურ გაზეთ Independent-ის მიხედვით ხსენებული ტექსტი ტრამპის ვებ გვერდზე 8 ნოემბერს დილითაც კი იყო. ტრამპმა ეს ანტი ისლამური განცხადება გააკეთა 2015 წლის ნოემბერში, პარიზში, ისლამისტი რადიკალისტების მხრიდან განხორციელებული  ტერაქტის შემდეგ, მაგრამ, მასზე დიდი უარყოფითი რეაქციების შემდეგ უკან დაიხია და თქვა, რომ მან მხოლოდ წინადადება წამოაყენა.

ტრამპს ერთ ერთ სხვა განცხადებაში ნათქვამი ჰქონდა, რომ ქვეყანაში მოქმედ ზოგიერთ მეჩეთს დაახურვინებდა, რასაც მკაცრი რეაქცია მოჰყვა აშშ-ს ყველაზე უდიდესი მუსლიმანური სამოქალაქო ორგანიზაცია “ისლამური ურთიერთობების ამერიკული საბჭო“-სგან (CAIR), რომელმაც გუშინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მუსლიმანების ჩათვლით ყველა ამერიკელის უფლებების მიმართ პატივისცემის გამოჩენისკენ მოუწოდა  



მსგავსი ინფორმაციები