ინდონეზიაში ნავი ჩაიძირა

დაიღუპა 20 კაცი

602361
ინდონეზიაში ნავი ჩაიძირა

ინდონეზიიდან მიღებული ცნობებით, მის ჩრდილოეთში მდებარე კუნძულ ბატამის ღია წყლებში არალეგალი მუშებით სავსე ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც პირველადი წყაროებით 20 კაცი დაიღუპა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა 39 კაცის გადარჩენა შესძლეს.

ხელისუფლებია განცხადებით ნავზე სულ 90 არალეგალი მუშა იმყოფებოდა და იგი ქარიშხლის გამო ჩაიძირა.

მაღალი სავიზო გადასახადების გამო ინდონეზიასა და მალაიზიას შორის ძალიან გავრცელებულია არალეგალი მუშების ზღვით ტრანსპორტირება



მსგავსი ინფორმაციები