რუსეთი გაერის უშიშროების საბჭო

რუსეთი, არ იქნა არჩეული ადამიანის უფლებათა საბჭოში, რომელშიც 14 წევრის განსაზღვრა უნდა მოხდეს

599308
რუსეთი გაერის უშიშროების საბჭო

რუსეთი, რომელიც დებატების თემად იქცა სირიის საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური საბჭოს კენჭისყრაზე, არ იქნა არჩეული ადამიანის უფლებათა საბჭოში, რომელშიც 14 წევრის განსაზღვრა უნდა მოხდეს.

რუსეთმა, რომელიც იბრძოდა  აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის საბჭოში ორი სავარძლისთვის, მიიღო 112 ხმა და დაკარგა რა საბჭოში გაწევრიანება, 144 ხმით სავარძლები დაისაკუთრეს უნგრეთმა და ხორვატიამ.

გამარჯვებული და საბჭოში არჩეული სხვა ქვეყნები არიან ბრაზილია, ჩინეთი, კუბა, ეგვიპტე, ერაყი, იაპონია, რუანდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტუნისი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი.

იემენში, საჰაერო თავდასხმების გამო კრიტიკის საბაბად ქცეული საუდის არაბეთის ხელახლა არჩევამ კი, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების რეაქცია გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები