თავდასხმა აშშ-ს საელჩოზე

საელჩოს დაცვამ შესძლო მისი გაუვნებელყოფა

598682
თავდასხმა აშშ-ს საელჩოზე

კენიიდან მიღებული ცნობებით დედაქალაქ ნაირობში მდებარე აშშ-ს საელჩოს ვიზების განყოფილებაზე ერთმა დანით შეიარაღებულმა პირმა თავდასხმის მცდელობა მოაწყო და საელჩოს დაცვამ შესძლო მისი გაუვნებელყოფა.

პოლიციის განცხადებით თავდამსხმელი სომალელი წარმოშობის კენიელი მოქალაქე აღმოჩნდა და ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება.

კენიის სომალისთან მოსაზღვრე მანდერას დასახლებაში მდებარე სასტუმროზე სამშაბათს თავდასხმა მოაწყვეს ტერ ორგანიზაცია ეშ შებაბის მილიტანებმა, რის შედეგადაც 12 კაცი დაიღუპა და ამ თავდასხმის კვალდაკვალ ხელისუფლებამ რეგიონში 60 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა



მსგავსი ინფორმაციები