აშშ-ი ნაადრევი კენჭისყრა
8 ნოემბერს გათვალისწინებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სხვადასხვა თარიღებში დაიწყო ნაადრევი კენჭისყრა
აშშ-ის რიგ შტატებში, 8 ნოემბერს გათვალისწინებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სხვადასხვა თარიღებში დაიწყო ნაადრევი ხმის მიცემა. გათვალისწინებულია 46 მილიონი ამომრჩევლის მონაწილეობა.
ილლიონის, ტეხასის და კანსასის შტატებში, ელიან არჩევნებისთვის დიდ აქტივობას. ხმის მიცემის პროცესის დაწყებისთანავე, ამერიკელებმა საარჩევნო ყუთებთან დიდი რიგები შექმნეს.
ექსპერტების აზრით, ეს მდგომარეობა პრობლემატური იქნება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დონალდ ტრამპისთვის.
ქვეყნის სხვადასხვა შტატებიდან ამომრჩევლებს შეეძლებათ ხმის გამოყენება ფოსტის საშუალებითაც.
უკვე დაიწყო საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები. ტრამპმა გამოთქვა იდეა, რომ რიგ ქალაქებში მოხდა არჩევნების გაყალბება. ხმის მიცემა მოახდინეს 10 წლის წინ დაღუპულმა ადამიანებმა და უკანონო მიგრანტებმა.
უფლებამოსილებმა, იდეებს „უპასუხისმგებლობის“ დანიშნულება მისცეს და აღნიშნეს, რომ კენჭისყრის დანადგარები დაკავშირებულნი არ არიან ინტერნეტთან და ვერანაირად ვერ მოხდება მასში ჩარევა.
ტენნესში კი, პოლემიკის საგანი გახდა პოპ მომღერალის ჯასტინ ტიმბერლეიკის, საარჩევნო ყუთთან გადაღებული სელფი, რომელიც გაავრცელა ინტერნეტში და მას დანაშაული ეწოდა.
შტატის კანონით, საარჩევნო ყუთთან სურთის გადაღება დანაშაულად ითვლება. გამოითქვა იდეა, რომ ცნობილი მომღერალის შესახებ სარჩელი აღიძრა სასამართლოში. მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, შტატის პროკურორმა ამცნო, რომ სარჩელის აღძვრის იდეა არ არის მართალი.