სარკინიგზო ავარია კამერუნში

დაიღუპა 55 ადამიანი

594708
სარკინიგზო ავარია კამერუნში

ცენტრალური აფრიკის სახელმწიფო კამერუნში დედაქალაქ იაონდედან ქალაქ დუალაში მიმავალი სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავარდა, რის შედეგადაც 55 კაცი დაიღუპა, 600-ზე მეტი დაშავდა და მათგან ზოგიერთების მდგომარეობა მეტად მძიმეა, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. ამ ავარიის მიზეზები ჯერ ჯერობით დაუდგენელია და რამდენიმე ვაგონი ხევში გადაიჩეხა რა, ადგილზე მუშაობენ სამაშველო რაზმები. რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქვეყნის რადიოსათვის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ 600 ადგილიან სამგზავრო მატარებელში 1300 მგზავრი იმყოფებოდა



მსგავსი ინფორმაციები