მერქელმა განცხადება გაავრცელა

“ის, რაც დღეს ალეპოში ხდება, მართლაც არა ადამიანურია“

594906
მერქელმა განცხადება გაავრცელა

ბელგიის და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერქელმა თქვა, რომ დიდი ყურადღება დაუთმეს სამიტზე სირიაში მიმდინარე მოვლენებსაც და მკაცრად დაგმეს რუსეთის საჰაერო თავდასხმები, რომლებსაც ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

“ის რაც დღეს ალეპოში ხდება მართლაც არა ადამიანურია და ვიდეოებში ნანახი ტრაგედიების აღსაწერად სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ. მსოფლიო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ალეპოში სისხლისღვრა სასწრაფოდ და მთლიანად შეჩერდეს, ხოლო იქ დარჩენილებს  ჰუმანიტარული დახმარებები მიეწოდოთ“, განაცხადა მერქელმა და დაამატა, რომ არ გამორიცხავენ რუსეთისადმი შესაძლო ახალი სანქციების შემოღებას.

მისივე თქმით თუ სირიაში გაგრძელდება ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მაშინ, პასუხისმგებელი პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ   



მსგავსი ინფორმაციები