შოტლანდიამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მოამზადა

შოტლანდიის რეგიონალურმა მთავრობამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მოამზადა

594583
შოტლანდიამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მოამზადა

შოტლანდიის რეგიონალურმა მთავრობამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მოამზადა.

მასში მოცემულია კამპანიის, ხმის მიცემის პროცედურების და ხმების დათვლის მსგავსი ტექნიკური წინადადებები.

რეფერენდუმზე დასასმელი შეკითხვა და მონაწილეობის ასაკი წინა კენჭისყრის მსგავსი უნდა იყოს და ამ კანონპროექტში შესულ წინადადებებს იანვრამდე გააცნობენ საზოგადოებას.   

შოტლანდიის რეგიონალური მთავრობის პრემიერმა და შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (SNP) ლიდერმა ნიკოლა სტარჯონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დარჩენის მოსურნე შოტლანდია ბრექსიტის შემთხვევაში ახალი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასატარებლად უნდა იყოს მზად.

სტარჯონმა ასევე აღნიშნა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი გაერთიანებულმა სამეფომ საჭიროა ევროკავშირიდან გამოყოფამდე  განიხილოს.

ნიკოლა სტარჯონი მომდევნო კვირაში ლონდონში ინგლისის პრემიერს ტერეზა მეის შეხვდება.


საკვანძო სიტყვები: #შოტლანდია , #რეფერენდუმი

მსგავსი ინფორმაციები