სანტოსი იმსახურებს მშვიდობის პრემიას

მან FARC-თან დაზავების შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყო ELN-თანაც

587285
სანტოსი იმსახურებს მშვიდობის პრემიას

კოლუმბიის მთავრობა რევოლუციურ შეიარაღებულ ორგანიზაცია FARC-თან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ, ახლა მეორე აჯანყებულ ჯგუფთან, ეროვნული ხსნის არმია-ELN-თანაც მიუჯდა მოლაპარაკებების მაგიდას და მათი პირველი შეხვედრა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ოფიციალურ  მოლაპარაკებებს 27 ოქტომბრიდან ეკვადორში დაიწყებენ.

ამ თემას შეეხო რა სატელევიზიო გამოსვლაში კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა FARC-თან დადებული სამშვიდობო ზავის გამო, თქვა, რომ ELN-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების  შემთხვევაში ქვეყანაში მუდმივი მშვიდობის პროცესი დაისადგურებს.

კოლუმბიის მთავრობასა და მეამბოხე ჯგუფს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გარანტიორ ქვეყნებს ბრაზილია, ჩილე, კუბა, ეკვადორი, ვენესუელა და ნორვეგია წარმოადგენენ რა, მხარეებს შორის განსახილველად 6 მუხლიანი პაკეტია მომზადებული



მსგავსი ინფორმაციები