ინდონეზია წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 20 ადამიანი

574848
ინდონეზია წყალდიდობას ებრძვის

ინდონეზიიდან მიღებული ცნობებით ქვეყნის დასავლეთში მდებარე იავას პროვინციაში მდინარე ჯიმანუქის ადიდების შედეგად წყალქვეშ დარჩა ათობით დასახლება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა კი 20 კაცამდე ავიდა, კიდევ 14 კაცი კი დაკარგულად არის გამოცხადებული.

ხელისუფლებამ დაზარალებულთათვის რეგიონში კარვის ქალაქი გააშენა და მათ წყლითა და საკვებით უზრუნველყოფს, ხოლო ამის პარალელურად ადგილზე მუშაობენ სამაშველო ეკიპაჟები.

იავას პროვინციაში ივნისის თვეში წარმოქმნილ წყალდიდობას 47 კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები