ჩრდილოეთ კორეა წყალდიდობა
გაეროს ინფორმაციით, წყალდიდობამ დღემდე შეიწირა 133, დაიკარგა 395 ადამიანი
569702
ჩრდილოეთ კორეა წყალდიდობას ებრძვის. გაეროს ინფორმაციით, წყალდიდობამ დღემდე შეიწირა 133, დაიკარგა 395 ადამიანი,107 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა მიატოვოს სახლ-კარი. ზარალი მიეცა 35 ათას 500-ზე მეტ სახლმა.
წყლის ქვეშ მოექცა 16 ათასამდე ჰექტარი სავარგული. სულ ცოტა, ას ორმოცი ათასი ადამიანი ელის დახმარებას.