ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტს დაესხნენ თავს

დაიღუპა 13 კაცი

559116
ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტს დაესხნენ თავს

ქაბულიდან მიღებული ცნობებით, აქ მოქმედ ამერიკულ უნივერსიტეტში ჯერ ბომბით დატვირთული ავტომანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი შეიარაღებულმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს მომხვდურებს და შედეგად 13 კაცი დაიღუპა, მათ შორის 7 სტუდენტი, ხოლო 44 კაცი კი დაიჭრა.

უმწეო მდგომარეობაში დარჩენილმა სტუდენტებმა ფანჯრებიდან გაქცევა დაიწყეს და ჩატეხილი მინებისგან აქაც რამდენიმე სტუდენტი დაიჭრა რა, ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადააგზავნეს.

უნივერსიტეტის თავდამსხმელებისგან გასაწმენდად ავღანურ ძალებს ამერიკელებიც ამოუდგნენ მხარში.

ამ თავდასხმასთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მკაცრად დაგმო მსგავსი ტერაქტები, რომლებსაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან  



მსგავსი ინფორმაციები