სარკოზი კიდევ ერთხელ აპირებს პრეზიდენტობას
ამის შესახებ მან ტვიტტერით განაცხადა

საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ახლიდან წამოაყენებს თავის კანდიდატურას.
“მე გადავწყვიტე, რომ მომავალი წლის არჩევნებში ჩემი კანდიდატურა ახლიდან წამოვაყენო. ჩვენი ქვეყნისათვის ამ პრობლემატურ პერიოდში მე მინდა ლიდერობა გავწიო და ვგრძნობ, რომ ამის ძალა გამაჩნია “, აღნიშნავს სარკოზი.
იგი საფრანგეთის პრეზიდენტს წარმოადგენდა 2007-2012 წლებში და ახლა მისი ახლიდან ოფიციალური კანდიდატობისათვის საჭიროა, რომ მან გაიმარჯვოს 20-27 ნოემბრის პირველად არჩევნებში, თუმცა ეს არც თუ ისე ადვილი იქნება, რადგან, მისი მეტოქე ამ არჩევნებში ექსპრემიერი ალენ ჟუპე იქნება.
პირველი ტურის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის 23 აპრილიდან 7 მაისამდე ჩატარდება
მსგავსი ინფორმაციები

პაკისტანში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა