ტონერი ფეტოს დოკუმენტების შესახებ

მუშაობას წარმართავენ FETÖ/PDY ლიდერის  ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის შესახებ, თურქეთის მხრიდან წარდგენილ დიდი რაოდენობის დოკუმენტებზე.

545366
ტონერი ფეტოს დოკუმენტების შესახებ

აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მუშაობენ ფეტულას ტერორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY ლიდერის  ფეტულაჰ გულენის ექსტრადაცის შესახებ, თურქეთის მხრიდან წარდგენილ დიდი რაოდენობის დოკუმენტებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა მარკ ტონერმა, ყოველდღიურ პრეს-კონფერენციაზე, ისაუბრა, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორის ფეტოს ლიდერის ფეტულაჰ გულენის შესახებ.

  აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან გაგზავნილი დოკუმენტების გამოკვლევას დიდი დრო დასჭირდება.

ამჟამად, იუსტიციის სამინისტრო ცდილობს გაარკვიოს, რამდენად შეესაბამება გამოგზავნილი დოკუმენტები ოფიციალური ექსტრადაციის პირობებს.

ტონერმა ისიც დაამატა, რომ საკითხთან დაკავშირებით,  აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო ადრეც გადაეგზავნათ დოკუმენტები, მაგრამ იმის გამო, რომ არ შეესაბამებოდა ოფიციალური ექსტრადაციის მოთხოვნებს, შეატყობინეს თურქ უფლებამოსილებს. იმის შემდეგ მოხდა ახალი დოკუმენტების გადაგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები