შეიარაღებული თავდასხმა კოსოვოს პარლამენტის შენობაზე

დედაქალაქ პრიშტინაში, ღამით, პარლამენტის შენობაზე თავდასხმაში, მართალია არ ჰქონია ადგილი დაშავებას და სიკვდილიანობას, მაგრამ დიდი დაზიანება მიიღო შენობამ

545457
შეიარაღებული თავდასხმა კოსოვოს პარლამენტის შენობაზე

შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა კოსოვოს პარლამენტის შენობაზე.

დედაქალაქ პრიშტინაში, ღამით, პარლამენტის შენობაზე თავდასხმაში, მართალია არ ჰქონია ადგილი დაშავებას და სიკვდილიანობას, მაგრამ დიდი დაზიანება მიიღო შენობამ. ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობის პოლიცია იქნა გადაგზავნილი.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ, ნაპოვნი იქნა მიტოვებული და დამწვარი მოტოციკლეტი. გამოითქმება ეჭვი, მოტოციკლეტის თავდამსხმელის კუთვნილებაზე. გრძელდება გამოძიება.  

კოსოვოს მედიის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა იუგოსლავური წარმოების "Zolja"-ს ბრენდის ანტი-სატანკო იარაღით.

კოსოვოს პოლიტიკურმა პარტიებმა დაგმეს პარლამენტზე განხორციელებული თავდასხმა და მას დემოკრატიისადმი მიმართული უწოდეს.



მსგავსი ინფორმაციები