ობამა ლიბია

ბარაკ ობამამ, თეთრი სახლის პრეს-კონფერენციაზე, შეფასება მისცა აშშ-ის მხრიდან, ლიბიაში წარმართულ საჰაერო ოპერაციებს

544002
ობამა ლიბია

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თეთრი სახლის პრეს-კონფერენციაზე, შეფასება მისცა აშშ-ის მხრიდან, ლიბიაში წარმართულ საჰაერო ოპერაციებს. აღნიშნა, რომ ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის განადგურების, სტაბილურობის დამყარების მიზნით და ლიბიის მთავრობის მოთხოვნით, წამოიწყეს საჰაერო ოპერაციები. ერთობლივი მცდელობით, მიზნად ისახავენ ამ ქვეყნიდან DEAŞ-ის გაწმენდას. ამის შემდეგ იმედოვნებენ სახელმწიფოში პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას, რომელსაც ელიან ევროპელი და სხვა ქვეყნებიც. აღნიშნა, რომ ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობა გადადის არალეგალურ მიგრაციებსა და ადამიანურ ტრაგედიებში.

ობამა შეეხო, 2011 წელში, ლიბიაში DEAŞ-ის გაძლიერების და ქვეყნის ლიდერის მუამმარ კადდაფის დამხობასთან კავშირსაც. გადავიდა თვითკრიტიკაზეც და აღნიშნა, რომ უფრო ადრე ლიბიაში გენოციდისთვის შეფერხების მიზნით სწორად მიმართულად მოიმოქმედეს, მაგრამ დეტალურად ვერ განსაზღვრეს შემდეგში, ლიბიაში ჯანსაღი სტრუქტურის შექმნის და ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობის საკითხი.



მსგავსი ინფორმაციები