გენერალ ჟოზეფ დუნფორდის განცხადება

არ შეეფერება სინამდვილეს აზრი, თითქოსდა, მარცხით დასრულებული 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ზურგს უმაგრებს პენტაგონი.

540906
გენერალ ჟოზეფ დუნფორდის განცხადება

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა ჟოზეფ ვოტელმა, რომელიც პუტჩისტებისთვის მხარდაჭერაში დაადანაშაულა პრეზიდენტმა ერდოღანმა, უკან დაიხია.

ვოტელმა, ფეთულაჰის ტერ-ორგანიზაციის, პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს, თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის იდეები „სიმართლეს მოკლებულად“ მიიჩნია, უკან აიღო თავის გამონათქვამი და აღნიშნა, რომ დიდი ხანია, თურქეთი არის მათი მნიშვნელოვანი პარტნიორი. ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას მოუთმენლად ელიან.

ვოტელმა, 15 ივლისის მუხანათურ პუტჩში მონაწილეობის გამო, მეთვალყურეობაში აყვანილები „მათთან კონტაქტების მქონე გენერლებად დაასახელა.  მისმა სიტყვებმა, ერდოღანის ჩათვლით პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ამავდროულად, აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსი ჟოზეფ დუნფორდმა განაცხადა, რომ არ შეეფერება სინამდვილეს აზრი, თითქოსდა, მარცხით დასრულებული 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ზურგს უმაგრებს პენტაგონი.  არც ვოტელის გამონათქვამის შესახებ მოსაზრებაა სწორი, თითქოსდა იგი მხარს უჭერდეს პუტჩისტებს. აშშ-მა მრავალჯერ დაგმო თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. გოოკმა განაცხადა, რომ გააგრძელებენ თურქეთის და არჩეული მთავრობისთვის მხარდაჭერას.

თეთრი სახლის მრჩეველმა ერიკ შულცმაც მრავალჯერ დაგმო ინციდენტი და გაავრცელა განცხადებები, რომ მხარს უჭერენ დემოკრატიული გზით არჩეულ თურქეთის მთავრობას. აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა ყველანაირი სპეკულაცია, თითქოსდა თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირი ჰქონდეს აშშ-ს. უარყოფენ მსგავს მოსაზრებებს.

როგორც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, პარასკევს აღნიშნა, ასეთი სპეკულაციები ზეგავლენას იქონიებს თურქეთთან ურთიერთობებზე, რომელთანაც ამჟამად ახლო ურთიერთობები გააჩნიათ.

ამავდროულად, აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსი ჟოზეფ დუნფორდი, 31 ივლისს ჩამოდის თურქეთში.

დედაქალაქ ანკარაში შეხვედრების დროს მოსალოდნელია დღის წესრიგში, ჟოზეფ ვოტელის, გამომწვევი სიტყვების ჩაყენებაც.

დუნფორდი მოინახულებს ადანის ინჯირლიღის ბაზაში მომსახურე ამერიკელ ჯარისკაცებს.

გენ-შტაბის უფროსმა არმიის გენერალმა ჰულუსი აქარმა კი, გასულ კვირას, ტელეფონით საუბრისას, ჯოზეფ დუნფორდისგან მოითხოვა FETÖ-ს ლიდერის ფეთულაჰ გულენის თურქეთისთვის ექსტრადაცია.  

 

 



მსგავსი ინფორმაციები