ვოტელის გამონათქვამი, ამერიკელი გენერალი
აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსი ჟოზეფ დუნფორდი, 31 ივლისს ჩამოდის თურქეთში
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა ჟოზეფ ვოტელმა, რომელმაც, ფეთულაჰის ტერ-ორგანიზაციის, პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს, თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის იდეები „სიმართლეს მოკლებულად“ მიიჩნია, უკან აიღო თავის გამონათქვამი და აღნიშნა, რომ დიდი ხანია, თურქეთი არის მათი მნიშვნელოვანი პარტნიორი. ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას მოუთმენლად ელიან.
ვოტელმა, 15 ივლისის მუხანათურ პუტჩში მონაწილეობის გამო, მეთვალყურეობაში აყვანილები „მათთან კონტაქტების მქონე გენერლებად დაასახელა. მისმა სიტყვებმა, ერდოღანის ჩათვლით პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ამავდროულად, აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსი ჟოზეფ დუნფორდი, 31 ივლისს ჩამოდის თურქეთში.
დედაქალაქ ანკარაში შეხვედრების დროს მოსალოდნელია დღის წესრიგში, ჟოზეფ ვოტელის, გამომწვევი სიტყვების ჩაყენებაც.
დუნფორდი მოინახულებს ადანის ინჯირლიღის ბაზაში მომსახურე ამერიკელ ჯარისკაცებს.
გენ-შტაბის უფროსმა არმიის გენერალმა ჰულუსი აქარმა კი, გასულ კვირას, ტელეფონით საუბრისას, ჯოზეფ დუნფორდისგან მოითხოვა FETÖ-ს ლიდერის ფეთულაჰ გულენის თურქეთისთვის ექსტრადაცია.