„იცით თუ არა რა მოხდა 15 ივლისის ღამეს თურქეთში?“

თურქულმა სამშენებლო კომპანიამ Nef Yapı-მ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის საწინააღმდეგოდ ამერიკულ გაზეთ The New York Times-ში განცხადება გამოაქვეყნა

539743
„იცით თუ არა რა მოხდა 15 ივლისის ღამეს თურქეთში?“

თურქულმა სამშენებლო კომპანიამ Nef Yapı-მ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის საწინააღმდეგოდ ამერიკულ გაზეთ The New York Times-ში განცხადება გამოაქვეყნა.

The New York Times-ის 22-ე გვერდზე კომპანიის განცხადება „ყველა თავის სახლს იცავს„ სახელწოდებით გამოქვეყნდა და მასში მკითხველს ეკითხებიან „იცით თუ არა რა მოხდა 15 ივლისის ღამეს თურქეთში?“

განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში ქუჩები ტანკებმა და შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს, სახლების ფანჯრები რეაქტიული თვითმფრინავების ფრენებმა შეარყია, გავრცელა ინფორმაცია მეჯლისის დაბომბვისა და ასობით ადამიანი მკვლელობის შესახებ. დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებულმა გადატრიალების მცდელობამ ყველა გამოიწვია. პრეზიდენტის, პრემიერის, მთავრობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების, სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური პარტიის, მედია ორგანოების ჩათვლით, რწმენის, ენის, რასის განურჩევლად  მხოლოდ მამაცი გულებით შეიარაღებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ.    

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ეს თურქეთია. ეს ჩვენი სამშობლოა და როდესაც საქმე ჩვენი სამშობლოს დაცვას ეხება, ჩვენ ისე ვმოქმედებთ, როგორც ერთი.“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მოსაზრებას იზიარებს მილიონობით ადამიანი, 15 ივლისის ღამეს მთელი მსოფლიო მოწმე გახდა ეგოიზმიდან შორის მდგარი ვალდებულებისგან და დემოკრატიის დასაცავად სიცოცხლის დასათმობად მზადმყოფი ადამიანებისა.

განცხადების მიხედვით, მეამბოხეების წინააღმდეგ მთელი ერი აღსდგა და დემოკრატიის სახელით  იშვიათი და დიადი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლოს კი ნათქვამია; „ცხოვრება მშვიდობით გრძელდება. ჩვენს შორის ერთობა და თანადგომა 14 ივლისზე უფრო მტკიცეა, გაუმარჯოს დემოკრატიას!“


საკვანძო სიტყვები: #New York Times , #გაზეთი , #განცხადება

მსგავსი ინფორმაციები