ფილიპინი ებუ სეიაფის ებრძვის

ლიკვიდირებულია 40 ტერორისტი

530036
ფილიპინი ებუ სეიაფის ებრძვის

ფილიპინების თავდაცვის მინისტრმა რიამიზარდ რიაკუდუმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გასულ თვეს ინდონეზიაში ებუ სეიაფის ტერ ორგანიზაციის მხრიდან გატაცებული 10 მეზღვაურის გასანთავისუფლებლად სპეცოპერაცია განახორციელეს ფილიპინების სპეცრაზმელებთან ერთად, რომლის დროსაც ლიკვიდირებულ იქნა 40 ტერორისტი, ხოლო 37 კი დაკავებულ იქნა.

მისივე თქმით ტყვეობიდან გამოსახსნელი 10 მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და  მათ გამოსახსნელად მომავალ კვირას ინდონეზიის, მალაიზიის და ფილიპინების სპეცრაზმები ერთობლივ ოპერაციას ჩაატარებენ.

ხსენებულმა ტერ ორგანიზაციამ მარტის თვეშიც გაიტაცა 14 მეზღვაური და ისინი ინდონეზიისა და ფილიპინების მთავრობების მხრიდან წარმართული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მაისის თვეში გაანთავისუფლეს, თუმცა ამ ოპერაციის დროს 5 ტერორისტთან ერთად 18 ფილიპინელი ჯარისკაციც დაიღუპა.

ფილიპინებისა და მალაიზიის კუთვნილ კუნძულებზე 1991 წლის აქეთ მოქმედებს ელ ქაიდესთან დაქვემდებარებაში მყოფი ებუ სეიაფის ტერ ორგანიზაცია, რომელიც ხშირად აწყობს თავდასხმებს ამ რეგიონში გამავალ გემებზე



მსგავსი ინფორმაციები