კამერონი წავიდა
მის მოვალეობას შინაგან საქმეთ მინისტრი ტერეზა მეი შეასრულებს
528671
გასული თვის 23 რიცხვში, ევროკავშირში დარჩენა არ დარჩენის შესახებ ინგლისში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა შეპირებულივით თანამდებობა დატოვა. იგი ექვსი წელია რაც ამ თანამდებობაზე იყო. კამერონმა დღეს თემთა პალატაში პრემიერის რანგში უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით და შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება დედოფალს წარუდგინა. მის მოვალეობას შინაგან საქმეთ მინისტრი ტერეზა მეი შეასრულებს. დიდი ბრიტანეთის მედია მას უკვე მოიხსენიებს „რკინის ლედად“. ტერეზა მეი ინგლისის ისტორიაში მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ მეორე ქალი გახლავთ, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.