იემენი შეტაკება

იემენში, ჰუსიტებს და ხელისუფლების მხარდამჭერ დაჯგუფებებს შორის შეტაკებაში, ორივე მხრიდან, მოკლულ იქნა 32, დაშავდა ათობით ადამიანი

527755
იემენი შეტაკება

იემენში, ჰუსიტებს და ხელისუფლების მხარდამჭერ დაჯგუფებებს შორის შეტაკებაში, ორივე მხრიდან, მოკლულ იქნა 32, დაშავდა ათობით ადამიანი. სახალხო წინააღმდეგობის ძალების (HDG) მრჩეველის აბდულლაჰ ეშ შენდეკის, Facebook-ის საშუალებით გავრცელებული განცხადებით, ეროვნული არმიის რაზმს და წინააღმდეგობის ძალებს, ჰუსიტებთან და მათ მხარდამჭერ ალი აბდულლაჰ სალიჰის მხარდამჭერებთან კონფლიქტი მოუხდათ დედაქალაქ სანას აღმოსავლეთის ნეჰემის რაიონის ჯებელ იამის რეგიონში.

ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა კონტროლში მოაქციეს ჯებელ ელ ქარნი. შეტაკებაში მოკლულ იქნა 28 ჰუსიტი მილიტანი.

 ეროვნული არმიის და წინააღმდეგობის ძალებიდან (HDG)  დაიღუპა 4, დაშავდა 11 ადამიანი.

ელ ბეიდეს პროვინციაში, ჰუსიტების გზაზე ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას შეეწირა HDG-ს ერთი უფლებამოსილი.



მსგავსი ინფორმაციები