ამერიკამ ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

ამერიკამ ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

524741
ამერიკამ ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

ისრაელის მხრიდან აღმოსავლეთ იერუსალიმსა და იორდანეს დასავლეთ ნაწილში ახალი დასახლებების აშენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აშშ-მაც გააკრიტიკა. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ჯონ ქორბის განცხადებთ ისრაელის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, გრძელვადიანი გეგმების განხორციელების მიმართ სერიოზულ კითხვებს ჰბადებს. ქორბიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-ს შეფასება ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობის მხრიდან პალესტინელების ტერიტორიაზე 800 ახალი დასახლების აშენების გადაწყვეტილებას ახლოდან აკვირდებიან და შეშფოთებული არიან. მისივე თქმით მსგავსი ქმედებები ორი ქვეყნის ურთიერთობის დარეგულირებას ხელს უშლის.  



მსგავსი ინფორმაციები