დაეშმა თავდასხმა განახორციელა დაკკაში

ყველა მძევალი გათავისუფლებულია

522613
დაეშმა თავდასხმა განახორციელა დაკკაში
bangladeş'teki rehine krizi.jpg

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკკაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები თავს დაესხნენ დიპლომატიურ ზონაში მდებარე ერთ რესტორანს და წარმოქმნილ შეტაკებაში ლიკვიდირებულ იქნა 6 ტერორისტი, ხოლო მათთან ბრძოლაში დაიღუპა 2 პოლიციელი.

ბოევიკებმა თავდასხმის დროს შესძლეს 20-მდე კაცის მძევლად აყვანა, რომელთა შორის უცხოელებიც იყვნენ და ამიტომ ხსენებულ უბანს ალყა შემოარტყეს ძალოვანებმა, ხოლო 100-მდე სპეცრაზმელმა კი მძევლების გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.

ბოლო ინფორმაციებით სპეცრაზმელებმა ტერორისტები გააუვნებელყვეს და შესძლეს მძევლების გათავისუფლება, რომელთა შორის რამდენიმე დაიჭრა და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დაჭრილთა რაოდენობის შესახებ  ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა



მსგავსი ინფორმაციები