ავტობუსი ხევში გადაიჩეხა

დაიღუპა 26 კაცი

522882
ავტობუსი ხევში გადაიჩეხა

ჩინური საინფორმაციო წყაროების ცნობთ, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ტიანძინის რეგიონში საბურავებ გამსკდარი ავტობუსი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც მასში მყოფი 30 მგზავრიდან 26 დაიღუპა, 4 კი დაშავდა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე  საავადმყოფოებში.

ამავე ცნობით ეს ავარია გუშინ საღამოს მოხდა და ხსენებული ავტობუსი ქალაქ ჰაბეიდან შენიანგში მიდიოდა.

ამ რამდენიმე დღის წინ, ჰუნანის რეგიონში ავარია განიცადა ერთმა ავტობუსმა, რასაც 53 კაცი ემსხვერპლა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში ავტოავარიებს საშუალოდ 250 ათასამდე ადამიანი ეწირება



მსგავსი ინფორმაციები