ყირგიზეთსა და ჩილეში მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთში მიწისძვრის სიმძლავრემ 6,3 ჩილეში კი 5,5 მაგნიტუდა შეადგინა

518819
ყირგიზეთსა და ჩილეში მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთსა და ჩილეში მიწისძვრა მოხდა.

ყირგიზეთში მიწისძვრის სიმძლავრემ 6,3 ჩილეში კი 5,5 მაგნიტუდა შეადგინა.

ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან ყირგიზეთში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მთიან რეგიონში მდებარეობდა.

მიწის სიღრმეში 18 კილომეტრზე მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ჩილეს ჩრდილოეთით კი 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის ჩრდილოეთით სპილენძის საბადოების რეგიონში ბიძგები მიწის სიღრმეში 130 კილომეტრზე დაფიქსირდა.

ჩილე, მსოფლიოში ყველაზე სეისმურად აქტიურ „ცეცხლის რკალად“ ცნობილ მიწისძვრის ზონაში მდებარეობს.  


საკვანძო სიტყვები: #ყირგიზეთი , #ჩილე , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები