აშშ წყალდიდობას და ტყის ხანძრებს ებრძვის

დაიღუპა 16 კაცი

517882
აშშ წყალდიდობას და ტყის ხანძრებს ებრძვის

აშშ ერთის მხრივ წყალდიდობას, ხოლო მეორეს მხრივ ტყის ხანძრებს ებრძვის და ამ ბუნებრივ კატასტროფებს უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა.

აქედან 14 კაცი ვირჯინიის შტატში, 7 საათიანი კოკისპირული წვიმის შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას შეეწირა და მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვიც იყო.

ამ შტატის გუბერნატორის, ერლ რაი ტომბლინის განცხადებით ეს არის ბოლო 100 წლის ყველაზე უდიდესი ბუნებრივი კატასტროფა და 44 რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს რა, რეგიონს 150-მდე ჯარისკაციც მიავლინეს.

მისივე თქმით წყალდიდობამ გაანადგურა გზები, ხიდები, ნაგებობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გოლფის მოედნები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ნახევარ მილიონამდე გაცი.

კალიფორნიაში დაწყებულ ტყის ხანძარს კი 2 კაცი ემსხვერპლა, დაიწვა 100-მდე სახლი.

მობილიზებული 600 მეხანძრიდან 3 კვამლისგან მოიწამლა და სასწრაფოებით გადაიყვანეს საავადმყოფოებში.

ხანძარი უკვე 8 ათას ჰექტარზეა მოდებული და ზოგიერთ რეგიონში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული



მსგავსი ინფორმაციები