გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანმა რასიზმი გააპროტესტა

დედაქალაქ ბერლინში გამართული მსვლელობის დროს კროიცბერგის რაიონში დევნილთა თავშესაფრიდან ბერლინის მერიის შენობამდე ცოცხალი ჯაჭვი გააბეს

514720
გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანმა რასიზმი გააპროტესტა

გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანმა რასიზმი გააპროტესტა.

გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებამ, პროტესტანტულმა ეკლესიამ, მუსლიმთა ცენტრალურმა საბჭომ და საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაციამ სოციალურ სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივასთან ერთად ბერლინის, მიუნხენის, ჰამბურგისა და ლაიპციგის თაოსნობით მრავალ ქალაქში რასიზმის საწინაღმდეგო აქციები გამართეს.

დედაქალაქ ბერლინში გამართული მსვლელობის დროს კროიცბერგის რაიონში დევნილთა თავშესაფრიდან ბერლინის მერიის შენობამდე ცოცხალი ჯაჭვი გააბეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიებაში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

მსგავსი გამოსვლები გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #რასიზმი , #აქცია

მსგავსი ინფორმაციები