ობამა: "დეაში ისლამს არ წარმოადგენს"

ობამამ ხაზინის სამინისტროში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

511596
ობამა: "დეაში ისლამს არ წარმოადგენს"

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყანაში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით გამოთქმა „რადიკალური ისლამის“ არ გამოყენების თაობაზე გამოთქმულ კრიტიკაზე აღნიშნა: „საფრთხის განსხვავებული სახელით აღწერა მას არ ანადგურებს. ეს პოლიტიკური ყურადღების გადატანაა.“

აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ ორლანდოში 49 ადამიანის  სიკვდილით დასრულებული თავდასხმისა და დეაშის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ხაზინის სამინისტროში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე ობამამ განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ორლანდოში მომხდარ თავდასხმას კავშირიო აქვს უცხოური ტერორისტულ ორგანიზაციასთან. მის მიერ გამოთქმა რადიკალური ისლამის არ გამოყენებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა: „რას მოგვცემს ამის გამოყენება? რას შეცვლის? დეაშს დაადებინებს პირობას რომ უფრო ნაკლებ ამერიკელს მოკლავს? უფრო მეტ მოკავშირეს შეგვძენს? ეს არც ერთი პასუხი არ არის. საფრთხის განსხვავებული სახელით აღწერა მას არ ანადგურებს. ეს პოლიტიკური ყურადღების გადატანაა.“

ობამას განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია დეაში ისლამს არ წარმოადგენს. მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ ამერიკაში მუსლიმების არ შეშვების წინადადება.

„ეს არ არის ამერიკა, რომელიც ჩვენ გვინდა. ეს არ ასახავს დემოკრატიულ იდეალებს. ეს ჩვენ უფრო მეტ უსაფრთხოებას ვერ მოგცემს. დეაშის აზრის, დასავლეთს სძულს მუსლიმების, მხარდაჭერა, ამ ქვეყანასა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუსლიმებმა რაც არ უდნა გააკეთონ მათ ბრალდებისა და თავდასხმის ქვეშ მოაქცევს. ეს ამერიკელ მუსლიმების ისე აგრძნობინებს, რომ მთავრობამ მათ უღალატა“ - განაცხადა ბარაკ ონამამ.

დეაშთან ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით კი ობამამ აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ერაყსა ად სირიაში უკან დაიხია, 120-ზე მეტი ლიდერი დაკარგა და საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან კავშირი შეუწყდათ.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სირიაში შეტაკებების შეჩერების შეთანხმებამ სამოქალაქოების სირთულეების სრულად ვერ აღმოფხვრა.

მისივე თქმით, სირიაში ისისნი გააგრძელებენ ზეწოლას რათა დაიწყოს პოლიტიკური პროცესი რომელშიც ასადია არ იქნება და რომელიც შიდა ომს დასრულებს.

 


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ობამა , #ორლანდო

მსგავსი ინფორმაციები