ჩემპიონატი ხულიგნობის ფონზე გრძელდება
ლილის გუბერნატორმა ღამის საათებში ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი რუსი და ინგლისელი გულშემატკივრების ხულიგნობის ფონზე გრძელდება. ჯერ იყო და მარსელში გასულ შაბათს ერთმანეთს რუსი და ინგლისელი ფეხბურთის გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ახლა კი ქალაქ ლილში რუს, ინგლისელ და უელსელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფრანგულ ტელევიზია BFM-ს ინფორმაციით, ქალაქ ლილში მატარებლის სადგურთან, რუსეთის გულშემატკივრები ინგლისის და უელსის გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ და მათ გასაშველებლად პოლიცია ჩაერია. ლილის გუბერნატორმა მიჩელ ლალანდემ მომხდარის აღსაკვეთად დღეს და ხვალ, ღამის საათებში ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დღეს გასამართი რუსეთ-სლოვაკეთს მატჩი სწორედ, რომ ქალაქ ლილში უნდა გაიმართოს, ხოლო ხვალ ინგლის-უელსის მატჩი კი ქალაქ ლენსში უნდა გაიმართოს.