ბაგლადეში, დაკავებულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა
ბანგლადეშში, რელიგიური უმცირესობების და ინტელიგენციის წინააღმდეგ, გასულ კვირას, დაწყებულ სამხედრო ოპერაციებში დაკავებულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა

ბანგლადეშში, რელიგიური უმცირესობების და ინტელიგენციის წინააღმდეგ, გასულ კვირას, დაწყებულ სამხედრო ოპერაციებში დაკავებულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა.
სახელმწიფოში, 2013 წლიდან დაწყებულმა და უკანასკნელ პერიოდში მომძლავრებულმა თავდასხმებმა, მოქმედებაში მოიყვანა პოლიცია.
უკანასკნელად კი, რელიგიურ სამლოცველო აშრამში მომუშავე ჰინდუ მეწარმის სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ პარასკევს დაწყებულ ოპერაციაში, 900 ადამიანი იქნა დაკავებული.
პოლიციის განცხადებით, ცდილობენ მთავრობის მოწინააღმდეგეთა ყველანაირი კონტაქტების გამოკვლევას. მეთვალყურეობაში აყვანა და დაკავებები გრძელდება სახელმწიფო მასშტაბით.
ბანგლადეშში, უკანასკნელ სამ წელიწადში, ლაიცისტი ბლოგერი მწერლების, მეცნიერების, უცხოელი მუშების, რელიგიური უმცირესობების, და გეების უფლებების დამცველთა ჩათვლით, მოკლულ იქნა 40 ადამიანი.
თავდასხმების ერთი ნაწილის პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღეს ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-თან და El Kaide-თან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა.