რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საკითხთან დაკავშირებით, ნოტა მისცა რუსეთს

506856
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საკითხთან დაკავშირებით, ნოტა მისცა რუსეთს.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადებით, რუსეთისთვის განკუთვნილმა An-26 ტიპის თვითმფრინავმა, ფინეთის ყურის, კუნძულ ვენდილოს მიმდებარე ადგილზე, დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე.  საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენის ნაცვლად, ერთ წუთზე ნაკლები დრო დაჰყო ესტონეთის საჰაერო სივრცეში და პილოტები არ დაუკავშირდნენ ესტონეთის ავიაციის სამსახურს.

რუსულმა თვითმფრინავებმა, წელს, მესამედ დაარღვიეს ესტონეთის საჰაერო სივრცე.



მსგავსი ინფორმაციები