ევროკომისია აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში თურქეთის მოდელის განსახორციელებლად ემზადება

ამის შესახებ ავრამოპულოსმა გაზეთ Die Welt-ში მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა

505740
ევროკომისია აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში თურქეთის მოდელის განსახორციელებლად ემზადება
dimitris avramopoulos.jpg

ევროკომისია მიგრანტებთან დაკავშირებით თურქეთთან მიღწეული შეთანხმების მსგავსი პოლიტიკის გატარებას, ახლა აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც აპირებს. ევროკომისიის საშინაო საქმის სამმართველოს წევრმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ასეთი  პოლიტიკით მათ არალეგალური მიგრაციის პრობლემას და ევროკავშირის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას ნაწილობრივ მოიხსნიან.  ავრამოპულოსმა ამის შესახებ გაზეთ Die Welt-ში მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთთან მიგრანტების საკითხთან დაკავშრებით მიღწეულმა შეთანხმებამ მათ მეტი გამოცდილება დაუგროვა და ახლა რეადმისიის ხელშეკრულების გაფორმებას ტუნისთან, ნიგერიასთან, ეთიოპიასთან, მალისთან, სენეგალთან ლიბიასთან და სხვა რამდენიმე ქვეყანასთანაც აპირებენ. 



მსგავსი ინფორმაციები